ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სახალისო გარემოსდაცვითი აქტივობა
30-03-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და ამავდროულად, შემეცნებით ღონისძიებებსა თუ აქტივობებს ხშირად ატარებენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით სახალისო აქტივობები განახორციელეს.

ბავშვებმა შექმნეს კედლის გაზეთი, მოხატეს სკოლის ეზო და თანატოლებს მოუწოდეს 1 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარი ეთქვათ, რითიც დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს მხარი დაუჭირეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203