თბილისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მინი ფეხბურთის გუნდმა ტურნირში საუკეთესო შედეგი აჩვენა
30-03-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ჩემპიონატებსა თუ აქტივობებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლა საზოგადოებას ფეხბურთში მიღწეული წარმატებების შესახებ აცნობს, რომელიც საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი კი სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

„საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში საუკეთესო შედეგი აჩვენეს ჩვენმა ბიჭებმა. ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი, 5-2 ანგარიშით, თბილისის N23 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა! გოლების ავტორები: ბეიტრიშვილი, სებისკვერაძე, ქარაია​. წინ კიდევ ბევრი წარმატებაა! სკოლა ამაყობს თქვენით!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

​იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203