ქარელის N2 სკოლის Iბ კლასის ხელმძღვანელი ირინა ხარატიშვილი izrune.ge-ს მარტის გამორჩეული „სუპერ კლასის“ დამრიგებელია
30-03-2022
ქარელის N2 საჯარო სკოლის I კლასი საქართველოს მარტის გამორჩეული „სუპერ კლასია“.  გამორჩეული „სუპერ კლასის“ დამრიგებელი კი ირინა ხარატიშვილი გახლავთ. 

ირინა ხარატიშვილი წარმატებული პედაგოგია, რომელიც მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.

კლასების წამახალისებელი ტიტულების მიზანია კლასში გუნდურობის და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპის დანერგვა და დამრიგებლების როლის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203