ნინოწმინდის N1 სკოლის მე-7 კლასში მათემატიკაში აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩატარდა
30-03-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-7 კლასში მათემატიკაში პედაგოგმა, ნელლი პოდოსიანმა ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომლის თემაც - „უარყოფითი რიცხვები. ციფრული ღერძი“ გახლდათ.

მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს. მოსწავლეებისთვის მათემატიკაში ჩატარებული ღია გაკვეთილი ცოდნის გარღმავების გარდა მეტად სახალისო და დასამახსოვრებელიც იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203