ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკის საჯარო სკოლა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სკოლის ამაგდარი დირექტორი - არშალუის პოლოიანი.სასკოლო საზოგადოება დიდ მწუხარებასა და გულისტკივილს გამოთქვამს არშალუის პოლოიანის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, მოსწავლეებს და ზოგადად, მთელს მუნიციპალიტეტს სამძიმარს უცხადებს ამ უდიდესი დანაკარგის გამო.
აღსანიშნავია, რომ დირექტორს ქვეყნისთვის არაერთი ღირსეული და საამაყო თაობა აღუზრდია, სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობისთვის დაუღალავად შრომობდა და მისი ძალისხმევით სკოლის საჭიროებებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმულა.
etaloni.ge სამძიმარს უერთდება, მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს ოჯახსა და სკოლას.