ფოთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელები დაიმსახურეს
30-03-2022
ფოთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა თუ ღონისძიებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები: ნინო იოსავა (მე-6 კლასი), ბარბარე ძაგანია (მე-5 კლასი), მეგი ცომაია (მე-5 კლასი), ლიზი ნიკოლავა (მე-4 კლასი) და ნინი ქანდავაძე (მე-6 კლასი) კონკურსში - „შობა-ახალი წელი“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ფოთელი მოსწავლე - ახალგაზდების დაჯილდოება ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.
საახალწლო თემასთან დაკავშირებულ კონკურსში მონაწილეობა სამასამდე მოსწავლემ მიიღო, საიდანაც ჟიურიმ ოცი საუკეთესო შეარჩია.
პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე დაჯილდოების ცერემონიალი რამდენჯერმე გადაიდო. პირველივე შესაძლებლობისთანავე საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა გამარჯვებულებს და ისინი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის