„სასარგებლო საქმე“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
30-03-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის მრავალფეროვან და შემეცნებით სასწავლო გარემოს სთავაზობენ. ბავშვები მასწავლებლების შეთავაზებულ აქტივობებში კი მუდამ დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი თემაზე - „სასარგებლო საქმე“ ჩატარდა.

კომპლექსური დავალების პირობის თანახმად მოსწავლეებმა როლური თამაშით წარმადგინეს აღმოსავლური იგავის - „გაბზარული ქოთანი“, პერსონაჟ გაბზარული ქოთნის შინაგანი სამყარო, ფიქრები, განცდები, ემოციები, ინტერესები, მიზნები. როლის მორგებისას იყენებდნენ ისეთ წინადადებებს, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარებოდათ პერსონაჟის სახის „გაცოცხლებაში“. იყო საინტერესო შეკითხვები, პასუხებიც გამართული, დაფუძნებული ტექსტში მოცემულ მინიშნებებზე.

აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელი პედაგოგი იამზე წულუკიძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203