სარგვეშის საჯარო სკოლაში ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ ღია გაკვეთილი ჩატარდა
30-03-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მასწავლებლები ყოველდღიურად ზრუნავენ.

სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად ტარდება. მოსწავლეებს კი თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება აქვთ. 

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ვარლამ ჭიპაშვილმა ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ ღია გაკვეთილი ჩაატარა. 

მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღეს და ამ მხრივ ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203