წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტში ჩაერთო
30-03-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა საერთაშორისო პროექტში - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჩაერთო.
პროექტის ფარგლებში პირველი საფეხური ეკოკომიტეტის ფორმირება გახლდათ, რისთვისაც ჩატარდა სხდომა, რომელიც გახსნა სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ. დირექტორმა შეკრებილ საზოგადოებას პროექტის მიზანი და ამავდროულად, დღის წესრიგი გააცნო.
პირველი საკითხი ეკოკომიტეტის წევრების შერჩევას გულისხმობდა. ჩატარდა არჩევნები, რის შედეგად გამოვლინდა პროექტში მონაწილე მასწავლებლები და მოსწავლეები. სხდომაზე ასევე, არჩეულ იქნა ეკოსკოლის კოორდინატორი მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ვაწაძე, რომელიც ფასილიტატორმა პედაგოგმა, ნატალია მანდარიამ წარადგინა. სხდომის მდივნად კი პედაგოგი თათია ივანეიშვილი აირჩიეს.
ეკოსკოლის კოორდინატორმა და წევრებმა პროგრამის ფარგლებში იმსჯელეს, რომელ თემატიკას მიანიჭებდნენ უპირატესობას. ასევე, შემოთავაზებული სხვადასხვა ლოგოებიდან გაიმარჯვა გიორგი კუტივაძის წარდგენილმა ლოგომ.
ეკოსკოლის სახელწოდებად კი - „მომავლის ეკოთაობა“ გადაწყდა, სლოგანი - „ეკოლოგიურად უსაფრთხო საქართველო - ჩვენი მუდმივი საზრუნავი“.
„მომავლის გეგმები, რომელიც დასახეს პირველ სხდომაზე იმედია, წარმატებით განხორციელდება და წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის სრული შემადგენლობა ბევრ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს საქართველოს ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის