
მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. გაიმართა პრეზენტაციაც, სადაც უკრაინის ომის ამსახველი ფრაგმენტები აჩვენეს.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში, პედაგოგ ბაია ჯაჭვლიანის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.