ყელქცეულის საჯარო სკოლამ მეგობარ სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
30-03-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლასა და ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის ფარგლებში, გაიმართა პირველი აქტივობა - ჩოგბურთის ჩემპიონატი. მასში ყელქცეულის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა თამარ და ლუკა გამგებლებმა ჩოგბურთის შეჯიბრში გაიმარჯვეს.

სკოლა ბრეთის სკოლის დირექტორს არაჩვეულებრივი მასპინძლობისათვის მადლობას უხდის.

„ამ ლამაზი დღის მოწყობაში დიდი როლი შეასრულა მათემატიკის მასწავლებელმა დავით გობეჯიშვილმა, რომელიც ორივე სკოლაში მუშაობს. უღრმესი მადლობა მას ამისათვის.
მადლობა ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ დავით რაზმიაშვილს არაჩვეულებრივი მასპინძლობისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის.
მადლობა მოსწავლეებს და სპორტის მასწავლებელს ვალერი წეველიძეს ჩვენი სკოლის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203