ქვიტირის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
30-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარ გიგიაძის ხელმძღვანელობით, პროექტი „დაიცავი, რომ დაგიცვას“ განახორციელეს. მათ საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები მოამზადეს, წყლის დაცვის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და თავიანთი პოზიცია მკაფიოდ ჩამოაყალიბეს.
„წყალი, ჰაერი და სისუფთავე ჩემი აფთიაქის უმთავრესი ინგრედიენტებია“ – ნაპოლეონ ბონაპარტი; „ბიომრავალფეროვნება ყველაზე ღირებული და ამავდროულად ყველაზე დაუფასებელი რესურსია“– ედუარდ იულსონი; „წყალი ეს არის მთლიანი ბუნების მამოძრავებელი ძალა“- ლეონარდო და ვინჩი. მოსწავლეებმა მოგვიწოდეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევიცნოთ და გავითავისოთ ბუნების – წყლის მნიშვნელობა. ჯამრთელობის ყველაზე საუკეთესო წამალი ხომ ბუნებაა. ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და გარემოს წინაშე, რადგან „ბუნების დამცველი და მოყვარული სამშობლოს ღირსეული შვილია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის