„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“- თბილისის N9 სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინკლუზიური განათლების სპეციალისტებმა საინფორმაციო ბუკლეტები, პლაკატები, ლოგოები მოამზადეს და სკოლაში გამოცინეს.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებლების ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები ჩაიცვეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
„21 მარტი მსოფლიოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით სკოლა სათანადოდ მოემზადა. დაწყებითი კლასების დამრიგებლებმა ჩაატარეს ამ დღისთვის მიძღვნილის თემატური გაკვეთილები, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: