„სოკოების სამეფო“ - ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
30-03-2022
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, ბიოლოგიის მასწავლებლის, ბელა კუპატაძის მიერ, გაკვეთილი თემაზე - „სოკოების სამეფო“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ რა სარგებლობა აქვს სოკოს ადამიანისთვის. მათ აღნიშნეს, რომ სოკო ადამიანის კვების რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია, ასევე ისაუბრეს, თუ როგორ გამოიყენება სოკო მრეწველობის სხვადასხვა დარგებში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თემის ფარგლებში თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.