ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში მე-2 ადგილი მოიპოვეს
30-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა თუ პროექტებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა: გვანცა ნაგერვაძემ, სალომე ფუტკარაძემ, თიკო მიქელაძემ, მარიამ ფუტკარაძემ, ელისაბედ შარაძემ და გიორგი ფარტენაძემ მშობლიური სკოლა კიდევ ერთხელ ასახელეს.
სკოლის საამაყო ბავშვებმა „ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრის“, პროგრამის „ინტელექტუალურ-კულტურული პროექტების მხარდაჭერა“ ფარგლებში ინტელექტუალურ თამაშების - „რა? სად? როდის?“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სასკოლო ჩემპიონატში მე-2 ადგილი მოიპოვეს.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ მიღწევას და კვლავ, უამრავ წარმატებას უსურვებს.