მერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად ნამუშევრები შექმნეს
30-03-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

სკოლის მე-7, მე-6, მე-4 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხისადმი თანადგომის ნიშნად უკრაინისადმი მხარდასაჭერი ნახატები და ნამუშევრები შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ, ალექსანდრე კერესელიძემ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ნახატი დახატა.

სასკოლო საზოგადოება უკრაინელებს კეთილ სურვილებსა და მშვიდობის სულ მალე დამყარების გზავნილებს უგზავნის. თითოეულ წევრს: მოსწავლეებს, პედაგოგებსა თუ მშობლებს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უაღრესად შესტკივათ გული.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203