ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ერას“ წევრები მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ
30-03-2022
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი გასვლითი აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც მოსწავლეები ყოველთვის სიხარულით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის ეკოკლუბ „ერას“ წევრები ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს მუზეუმში წარმოდგენილი უძველესი ექსპონატები, რომელთა ნაწილი მრავალ ათასწლეულს ითვლის.

მუზეუმში წარმოდგენილი იყო გამოქვაბულის დათვის ნაშთები, უძველესი ნამარხები, ქვის ხანის იარაღები, დამბაჩები, ქალაქ ტყიბულის ხედები სხვადასხვა საუკუნეში, საეკლესიო სარეგისტრაციო საბუთები, შახტის ძველი ფოტოები და მხატვრული ტილოები, ძველი ფულის ერთეულები, ძველი ფოტოაპარატი, ასევე უძველესი დოქები და საყოფაცხოვრებო ნივთები. 

აქტივობის ბოლოს ეკოკლუბის წევრებმა იმერული ოდა მოინახულეს, რომელიც მუზეუმის უკანა მხარეს მდებარეობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203