ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგებს გაკვეთილებზე საგნობრივი ქოუჩი დაესწრო
30-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგებს გაკვეთილებზე საგნობრივი ქოუჩი დაესწრო. 

ქოუჩი სალომე თადუმაძე მე-3 კლასში, მე და საზოგადოების მასწავლებელს ნინო კახნიაშვილს გაკვეთილს, ხოლო მე-4 კლასში ნანა ბენიძის გაკვეთილებს დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ მან გაკვეთილების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა, ასევე, სკოლაში მაღალი თანამშრომლობითი კულტურისა და თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესში აქტიური პასუხისმგებლობით ჩართულობისათვის დირექტორს მადლობა გადაუხადა. 

„ახალი სკოლის მოდელის'' ეფექტურად განხორციელებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროცესის დეცენტრალიზაციის მიზნით , მასწავლებლებს საგნობრივი ქოუჩები სკოლაში სტუმრობენ და მიმდინარეობს მონიტორინგი.

სწორედ ამ მიზნით სტუმრობდა სალომე თადუმაძე სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203