„დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნივთების დამზადება“ - გვიშტიბის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
30-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში კომპლექსური დავალება მოამზადეს.

„დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნივთების დამზადება“ - ეს იყო მათ მიერ შესრულებული დავალების თემა.

გაკვეთილის მიმდინარეობას საგნის ექსპერტი მაკა გიორგბერიძე ესწრებოდა. 

მოსწავლეები აქტივობაში პედაგოგ ნანა შვანგირაძის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, მესამე თაობის ე.ს.გ-ის დანერგვის პროცესში, განხორციელდა კომპლექსური დავალება თემაზე; „დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნივთების დამზადება“. მოსწავლეებმა თავადვე შექმნეს და წარმოადგინეს პროდუქტი - თიხის ნაკეთობები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203