„უსამშობლო კაცი“- ჩალაუბნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
30-03-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „უსამშობლო კაცი“ საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს. 

მოსწავლეებმა შესწავლილი მოთხრობის მთავარი აზრი და ავტორის ძირითადი სათქმელი კარგად წარმოაჩინეს. მათ ასეე, პარალელები გაავლეს თანამედროვე ცხოვრებასთან და მასწავლებლისა და დირექტორის აზრიც მოისმინეს. 

ისინი აქტივობაში პედაგოგ მარინა ფრიდონიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, სწორედ ისაა მე-9 კლასელების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

„სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203