მარაბდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
30-03-2022

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა. 

სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ამ თარიღის შესახებ ისაუბრეს.

მოსწავლეები ამ აქტივობაში მონდომებით, ინტერესითა და სიყვარულით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და მშობლებს 3 მარტი მიულოცეს. 

„მსგავს ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა პიროვნული და კულტურული განვითარებისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203