საფარლოს საჯარო სკოლის კარს წელს 12 პირველკლასელი შეაღებს - დირექტორი ნატიგ ომაროვი მათ მისაღებად განსაკუთრებულად ემზადება
30-03-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებზე მაქსიმალურად მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზო საფეხურის გახლავთ და მოსწავლეები მე-9 კლასიდან სწავლას ახლო მდებარე სოფლის სკოლაში განაგრძობენ.

სკოლის დირექტორის, ნატიგ ომაროვის ინფორმაციის მიხედვით სკოლის კარს წელს 12 პირველკლასელი შეაღებს. დირექტორი მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვების საბუთები სკოლის ადმინისტრაციაში დროულად წარადგინონ.

სკოლაში პირველკლასელების შესახვედრად განსაკუთრებით ემზადებიან. იმისთვის, რომ პატარებს საინტერესო, მრავალფეროვანი და შემეცნებითი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ, დირექტორი და თითოეული პედაგოგი განსაკუთრებით ემზადება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203