ბურნაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნახატების გამოფენა მოაწყვეს
30-03-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც ბავშვები მუდამ სიხარულით მონაწილეობენ და სხვადასხვა სახის ნიჭს მაქსიმალურად ავლენენ.
ამჯერად, სკოლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა ნახატების გამოფენა მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა იმდენად საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომ პედაგოგებს არჩევანის გაკეთება საკმაოდ გაუჭირდათ.
აღსანიშნავია, რომ ხატვის მასწავლებლებმა შეჯიბრში მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.
როგორც პედაგოგმა, ავაქიან მანუშაკმა აღნიშნა, იმდენად კარგი ნამუშევრები შექმნეს ბავშვებმა, რომ შედეგებით გაკვირვებულები დარჩნენ და არჩევა გაუჭირდათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის