აწყურის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
30-03-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან და ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ ღონისძიებებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის დაწყებითი საფეხურის, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაული - დედის დღე, განსაკუთრებულად აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში პატარა, ნიჭიერმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს, ნანა ბარძიმაძეს და ქეთევან ლაბაძეს.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დედის დღის აღნიშვნას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ მოვლენებს უკავშირდება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის