ერგეს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ხატია ცეცხლაძემ მხატვრული კითხვის კონკურსში წარმატება მოიპოვა
30-03-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ხატია ცეცხლაძემ მხატვრული კითხვის კონკურსში წარმატება მოიპოვა. 

მოსწავლეს სიგელი და წიგნების ვაუჩერი გადაეცა. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მხატვრული კითხვის კონკურსის მეორე (ფინალური) ტური, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში 26 მარტს გაიმართა. კონკურსი სამ ასაკობრივ ჯგუფში (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) ჩატარდა. 

კონკურსში მონაწილეობდნენ ერგეს საჯარო სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები, საშუალო საფეხურიდან ჩართული იყო მე-10 კლასის მოსწავლე ხატია ცეცხლაძე, რომელიც გახდა გამარჯვებული და სიგელი და წიგნების ვაუჩერი გადაეცა.

ერგეს საჯარო სკოლა ულოცავს ხატია ცეცხლაძეს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203