გოლთეთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ნანა ჩანქსელიანმა და სოფიო ლიპარტელიანმა მოსწავლეებს დაუვიწყარი გასვლითი აქტივობა შესთავაზეს
30-03-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები ყოველთვის დიდი სიხარულით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის სამოქალაქო განათლებისა და მე და საზოგადოების პედაგოგმა, ნანა ჩანქსელიანმა და მე-4 კლასის მასწავლებელმა, სოფიო ლიპარტელიანმა ბავშვებს დაუვიწყარი აქტივობა შესთავაზეს.
პედაგოგებმა ერთობლივი ძალისხმევით მოსწავლეებს მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით ბუნებაში გასვლითი აქტივობა და პიკნიკი მოუწყვეს.
აღნიშნული ღონისძიებით მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება შეემატა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის