ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის ზეიმი ჩაატარეს. ღონისძიების ფარგლებში პატარა ნიჭიერმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.
პატარებმა შეასრულეს სიმღერები, წარმოთქვეს ლექსები და საზეიმოდ გამოწყობილებმა საინტერესო მხატვრული დადგმაც მოაწყვეს.
აღსანიშნავია, რომ მეორეკლასელების პედაგოგი ლუიზა ფირცხალავა გახლავთ.