„4 ჩემპიონი ერთ კლასში“- ეცერის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ძიუდოს შეჯიბრში საპრიზო ადგილები მოიპოვეს
ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლის მე-5 კლასის ოთხმა მოსწავლემ ძიუდოს შეჯიბრში საპრიზო ადგილები მოიპოვა.შეჯიბრი ლ. ნაკანის სახელობის სპორტ სკოლაში გაიმართა.
მოსწავლეებმა ღირსეულად ისაპარეზეს და შემდეგი გამარჯვებებიც მოიპოვეს:
- თედო ქანცლიანი - I ადგილი;
- გაბრიელ გერლიანი - I ადგილი;
- ნიკოლოზ გუჯეჯიანი - I ადგილი;
- სანდრო ცალიანი - II ადგილი.
მთელი სკოლა და დირექტორი ქეთევან გურჩიანი მოსწავლეებით ამაყობს და წარმატებას უსურვებს.
„4 ჩემპიონი ერთ კლასში! წარმატებები ბიჭებო, ველოდებით სასიხარულო ამბებს“,- წერს დირექტორი ქეთევან გურჩიანი.
იხილეთ ფოტო: