„ვცდილობ სკოლაში შევქმნა ჰარმონიული და უსაფრთხო გარემო“ - ალგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი აზადა მურადოვა
29-03-2022

როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის ის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა ბლიც-კითხვებს Etaloni.ge-სთან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა აზადა მურადოვამ უპასუხა.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- უფროსების და მეგობრების პატივისცემა, აღვზარდოთ განათლებული მოქალაქეები.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- რომელსაც შეუძლია თავისი მაქსიმუმის გამოვლენა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- ჰარმონიული და უსაფრთხო გარემო.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- სკოლაში გარემო არის უსაფრთხო, სკოლაში პრობლემები არ გვაქვს.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- თუ როგორ ვგრძნობთ საუბრობენ და ზრუნავენ მოსწავლეებზე.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- მოსწავლეებზე ორიენტირებული საინტერესო საგანმანათლებლო და სახალისო გარემო.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- დასრულდება პანდემია და ყველაფერი წარიმართება ნორმალურ პირობებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203