სამზადისი დაწყებულია - ალგეთის N2 საჯარო სკოლას ახალი სასწავლო წლისთვის 30 პირველკლასელი ეყოლება
29-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლაში აბიტურიენტების გასაცილებლად და პირველკლასელთა მისაღებად აქტიურად ემზადებიან.

როგორც სკოლის დირექტორმა აზადა მურადოვამ Etaloni.ge-ს უთხრა, წელს სკოლას სულ 16 აბიტურიენტი ამთავრებს. ისინი უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოს უნივერსიტეტებში აპირებენ.

სკოლაში ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 30 იქნება.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

„მალე პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება, ჩვენი სკოლა სამაგალითოდ ემზადება მათ დასახვედრად. ახალ სასწავლო წელს 30 პირველკლასელს ველოდებით. ასევე, რა თქმა უნდა, აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დგას, ჩვენს  სკოლას 16 მე-12 კლასელი ამთავრებს. ისინი სწავლის გაგრძელებას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აპირებენ. ყველას წარმატებას ვუსურვებ“,- ამბობს სკოლის დირექტორი აზადა მურადოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203