საქობოს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ბექა მუსაშვილმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საპრიზო ადგილი დაიკავა
29-03-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლე ბექა მუსაშვილმა ჭაბუკთა შორის გამართულ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საპრიზო ადგილი დაიკავა.
მოსწავლემ II ადგილი ომარ გუგეშაშვილის სახელობის ღია რეგიონალური ტურნირზე 52 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ის სპორტის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა და ასევე, სკოლის ნიჭიერი მოსწავლეა.
სკოლა ამაყობს მისი წარმატებით და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.