„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ - დედოფლისწყაროს N2 სკოლაში შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
29-03-2022
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, ნამუშევარი შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები ჩაიცვეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

ღონისძიება მე-7 კლასის დამრიგებლის ირინა ფიროსმანაშვილის და ისტორიის მასწავლებლის რუსუდან კორკოტაშვილის ორგანიზებით ჩატარდა. 

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„ღონისძებას დისტანციურ ფორმატში შემოუერთდა ჩვენი სკოლის უსაყვარლესი მოსწავლე ლანა თეთრაძე. ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, ინკლუზიური გარემოს შექმნა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში სრულყოფილი ჩართვის მხარდაჭერა. სკოლის პერსონალი და მოსწავლეები წარმატებებს უსურვებენ ლანას ცხოვრების ყველა ეტაპზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203