დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში დებატების კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს.
იმართება საინტერესო დისკუსიები და მასში მოსწავლეები ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, დებატების კლუბმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. მასში სკოლის მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ისაუბრეს.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, რისთვისაც სკოლა ყველა მონაწილეს მადლობას უხდის.
დებატების კლუბის ხელმძღვანელი მანანა ალადაშვილია.