ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში აბიტურიენტების გასაცილებლად და პირველკლასელთა მისაღებად აქტიურად ემზადებიან.როგორც სკოლის დირექტორმა, ნაზენიკ მოსოიანმა
Etaloni.ge-ს უთხრა, წელს სკოლას სულ 13 აბიტურიენტი ამთავრებს. მათგან 6 სწავლის გაგრძელებას ქართულ უნივერსიტეტში, 5 კი სომხეთში აპირებს.
სკოლაში ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 11 იქნება, მათგან ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვია.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.