ქუთაისის N32 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქტივობა მიუძღვნა
29-03-2022
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლა უკრაინას და უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა - „თავისუფალი ხმა“, რომლის წევრებიც სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები არიან, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, კლუბის მეურვის ნათია ხორხომელიძის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკაში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოლიდარობის გამოხატვის მიზნით დაგეგმა და ჩაატარა შეხვედრა; შეხვედრას კლუბის წევრები, მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„აღნიშნულ შეხვედრაზე კლუბის წევრებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ომის დროს საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, რომელთა უმეტესობა დარღვეულ იქნა მიმდინარე ომის დროს, ასევე ბავშვთა უფლებების სრულ უგულებელყოფაზე. მოსწავლეებმა ასევე, შექმნეს პლაკატები ომისა და ძალადობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით აღსანიშნავია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ნამუშევრები, მათ თავიანთი ხელის ანაბეჭდები გამოსახეს უკრაინის დროშის ფერებში და სიმბოლურად გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინელი ბავშვების მიმართ, რომელთაც სამწუხაროდ აგრესიულმა ომმა ბავშვობა წაართვა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის