ქუთაისის N32 საჯარო სკოლის საერთაშორისო პროექტი საუკეთესოებს შორის დასახელდა
29-03-2022
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის საერთაშორისო თანამშრომლობითი პროექტი - The DISCONNECT - Dive Into Social Communities Or Networks Navigating Everyday Completely Truthfully, eTwinning​-ის 2022 წლის საუკეთესო პროექტებს შორის დასახელდა.

ზემოაღნიშნული პროექტი 12-დან 15 წლამდე მოსწავლეთათვის შექმნილ 2021 წლის პროექტებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა. გამარჯვებულები წელს 1,800-ზე მეტი განაცხადიდან შეირჩა.

„სკოლის დირექციის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ამ პროექტში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს - თემურ ჯვარშეიშვილსა და რუსუდან კარკაძეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებით ჩვენი სკოლა გახდა საქართველოში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება 2015 წლის შემდეგ, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო, რაც აღნიშნულ მიღწევას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს ჩვენი სკოლისათვის. აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებისათვის მოსწავლეებს სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები, ხოლო მასწავლებლებს საჩუქრებთან ერთად ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ. პროექტს ჩვენი სკოლა გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის სხვა სკოლებთან თანამშრომლობით ახორციელებდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203