ქუთაისის N37 სკოლა საამაყო კურსდამთავრებულებს- ბაგრატ გაგნიძეს და დავით კოღუაშვილს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს
30-03-2022
ქუთაისის N37 საჯარო სკოლამ ბევრი საამაყო და წარმატებული მოსწავლე აღზარდა, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას ყოველთვის სიამაყითა თუ დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, სკოლის კურსდამთავრებულებმა - ბაგრატ გაგნიძემ და დავით კოღუაშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში, ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს.
„ქუთაისის N37 საჯარო სკოლა, ჩვენს აღზრდილ საამაყო ბიჭებს: ბაგრატ გაგნიძეს და დავით კოღუაშვილს ულოცავს, ბულგარეთის ქალაქ პოდლივში გამართულ ევროპულ ჩემპიონატზე მიღწეულ დიდ წარმატებას! ბიჭებო, კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოთ მშობლიური სკოლა და გულშემატკივრები!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს