ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პროექტის პრეზენტაცია გამართეს
29-03-2022
ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის IVგ კლასის მოსწავლეებს პროექტის პრეზენტაცია - „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ შესახებ ჰქონდათ.
პროექტის მთავარი იდეა იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ ჯანსაღ და არაჯანსაღ ცხოვრების წესებს. გაეთავისებინათ და გაეაზრებინათ, რა მნიშვნელობა ჰქონდა მავნე ჩვევებსა და ნივთიერებებს; არაჯანსაღ საკვებს და ცხოვრების მანერებს, მოზარდის ორგანიზმისთვის.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი მზევინარ დეისაძე გახლავთ.