თბილისის N118 საჯარო სკოლაში უკრაინიდან დაბრუნებულ ნია ფიცხელაურს თანაკლასელებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს
29-03-2022
თბილისის N118 საჯარო სკოლაში უკრაინიდან ჩამოსულ IV¹ კლასის მოსწავლე ნია ფიცხელაურს თანაკლასელებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს. 

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ნია ოჯახთან ერთად უკრაინაში იანვარში წავიდა, რათა მამა მოენახულებინა. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო მას და მის ოჯახს უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ, რომ საქართველოში ჩამოეღწიათ. ისინი თავს ხან მეტროსადგურებს, ხანაც კი სარდაფებს აფარებდნენ. 

კლასი მონატრებულ მოსწავლეს დიდი სიყვარულით შეხვდა.

„ამ ბავშვებს ყველაზე გულწრფელი სიყვარული და მეგობრობა შეუძლიათ. მჯერა, ყოველთვის ასე გაგრძელდება და ეყვარებათ ერთმანეთი. ნია რამდენიმე თვით უკრაინაში იყო წასული. ომი რომ დაიწყო, მისი ყველა თანაკლასელი, ყოველ დღე, მის ამბავს კითხულობდა. ხან ჩემგან, ხან მშობლებისგან იგებდნენ სიახლეებს. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ნია საქართველოში დაბრუნდა, განსაკუთრებულად ემზადებოდნენ ამ დღისთვის. შეხვედრა შედგა! თან ძალიან ემოციური და ჩვენ ისევ ერთად ვართ“, - წერს კლასის დამრიგებელი ნინო სუხიშვილი.

ვიდეო რგოლი სრულად იხილეთ ბმულზე:

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203