თაიას საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომას უცხადებენ
29-03-2022
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.
მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. მათ თანატოლებს წერილებიც მისწერეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.
გარდა ამისა, სკოლაში შეგროვდა თანხა, რომელიც უკრაინელი ხალხის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა.
„თავიანთი გულთბილი სიტყვებით დაწერეს წერილები, უსურვეს მშვიდობა და მალე გამარჯვება ამ უთანასწორო ბრძოლაში! მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთიანობით, უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში გადასარიცხად შეგროვდა გარკვეული თანხა, რითაც შევეცადეთ ჩვენი პატარა წვლილი შეგვეტანა ამ დიდ საქმეში“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის