არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა „მერმისის“ მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
თბილისის არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა „მერმისის“ მე-11 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში პროექტი „სტერეომეტრიული ამოცანების ამოხსნა მოდელების გამოყენებით“ წარადგინეს.მოსწავლეებმა, ამოცანის პირობის გათვალისწინებით, მოდელები და სამგანზომილებიანი ფიგურები შექმნეს, მათი კვეთები კი სიბრტყეზე გამოხატეს. მათი ნამუშევრების პრეზენტაცია სკოლაში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მეთერთმეტეკლასელების მათემატიკის მასწავლებელი ეკატერინე ჩიხლაძეა.
„პროცესი წარიმართა საინტერესოდ და საქმიანად, რომელშიც თავად მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, სვამდნენ შეკითხვებს, აფასებდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: