„სოლიდარობა უკრაინას!“- ყვარელწყლის საჯარო სკოლაში მეგობარ ქვეყანას თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს
29-03-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს. 

სოლიდარობა უკრაინას - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი. 

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით ხელში დააფიქსირეს. მათ სკოლაში ომის ამსახველი ფოტოებიც გამოფინეს.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203