„არა ომს!“- საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს თანადგომას უცხადებენ
29-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს გულწრფელ თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებენ.

მოსწავლეებმა უკრაინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

„მსოფლიო საბედისწერო არჩევანის წინაშე დადგა. ომი თუ მშვიდობა. ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს მშვიდობას, თავისუფლებასა და განვითარებას. უკრაინა და მისი მოსახლეობა გმირობისა და თავდადების უზადო მაგალითს იძლევიან. საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეები გულწრფელ თანადგომას უცხადებენ უკრაინელ ბავშვებს. „მშვიდობა მსოფლიოს“, „სოლიდარობა უკრაინას“, „არა ომს“ - ეს შეძახილები ისმოდა უკრაინელთა სოლიდარობისადმი მიძღვნილ შეკრებაზე. ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლებისადმი თავდადებული ბრძოლა უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება. დიდება უკრაინას!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203