თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს ღონისძიებები მიუძღვნეს
29-03-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ აქტიურად და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლის მე-4, მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს განსაკუთრებული ღონისძიებები განახორციელეს.

მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელებთან: ელზა სისაურთან, მარინა ყიფშიძესთან და სოფიო ცერცვაძესთან ერთად დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს. ასევე, მოსწავლეებმა ნახატები შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203