
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
მთელი სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა და უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ სკოლა უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად კეთილ სურვილებსა და მშვიდობის მალე დამყარების გზავნილებს უგზავნის.
იხილეთ ფოტოები: