საყულიის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „დავითფერული“ განახორციელეს
29-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „დავითფერული“ განახორციელეს, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ისტორიული წყაროები დავითის რეფორმებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ. დაწერეს წერილები, რომელიც განათავსეს სტენდზე „დავითფერული“.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ნანა ბაკურია გახლავთ.
„აღმაშენებლის ფენომენი ყოველი ქართველის სულს აფორიაქებს და სიამაყის გრძნობით აღავსებს ის ფაქტი, რომ სწორედ ჩვენში იშვა გენიოსი, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რაოდენ განსაცვიფრებლად ძლიერია მცირერიცხოვანი ერი. მეფე დავითზე უამრავი რამ დაიწერა, როგორც შესანიშნავ სარდალზე, პოლიტიკოსზე, მწიგნობარზე, სახელმწიფო მოღვაწეზე, მაგრამ სულის სიღრმეში ჩნდება განცდა იმისა, რომ არის კიდევ რაღაც მის პიროვნებაში რაც აქამდე ვერ შეგვიცვნია. დავით აღმაშენებელმა ქვეყნის მართვის ხელოვნება იმ დონემდე აამაღლა, რომ ყოველი შემდგომი ქართველი მეფის მოღვაწეობას ამ უმაღლეს მაჩვენებელს უდარებს. მან გაპარტახებული და თითქმის მიწასთან გასწორებული ქვეყანა ჩაიბარა და ორ ათეულ წელიწადში კავკასიური მნიშველობის იმპერიად აქცია, რომლისაც ეშინოდათ და ანგარიშს უწევდნენ. პროექტი საინტერესოდ და შინაარსიანად წარიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის