რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს თანადგომა გამოუცხადეს
29-03-2022

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლების - ზიზი ჭაჭაშვილისა და მზია კიწმარიშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით - ბავშვებს თანადგომა გამოუცხადეს.

მოსწავლეებმა ჯერ სკოლის ფოიეში გამამხნევებელი ღონისძიება გამართეს, ხოლო შემდეგ უკრაინელ თანატოლებს საჰაერო ბუშტებით სიყვარულისა და თანადგომის წერილებიც გაუგზავნეს.

მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203