„გვჯერა, ამოცანას სათანადოდ შეასრულებს“- აზიზქენდის საჯარო სკოლას ტამკინ ნაგიევი უხელმძღვანელებს
29-03-2022
მარნეულის მინიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდის საჯარო სკოლას ახალი დირექტორი - ტამკინ ნაგიევი ჰყავს. 

მან საშუალო განათლება ამავე სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა. 

ტამკინ ნაგიევმა უმაღლესი განათლების მიღება წარმატებით დაასრულა, ახლა კი მშობლიური სკოლის დირექტორი გახდა. ის ამიერიდან აზიზქენდის საჯარო სკოლის განვითარებაზე, მოსწავლეების ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოს შექმნასა და თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე იზრუნებს. 

სკოლის პედკოლექტივი ულოცავს მას და კარიერულ წინსვლასა და ნაყოფიერ სამუშაო წლებს უსურვებს. 

„აზიზქენდის საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა ტამკინ ნაგიევი, განათლებული ახალგაზრდა! ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, მას წარმატებებს ვუსურვებთ, გვჯერა, რომ ის ამოცანას სათანადოდ შეასრულებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203