დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეები კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდნენ
29-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის მოსწავლეები ამჯერად, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში - „ვაჟას შემოქმედება ჩემი კალიგრაფიით“ მონაწილეობდნენ.

კონკურსის მიზანს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა წარმოადგენდა.

აღნიშნულ კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ასევე, მარნეულელ მოსწავლეებს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203