წყალტუბოს N3 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
29-03-2022
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ლამაზ და მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ მრავალფეროვან ღონისძიებებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა 3 მარტი, დედის დღე ყველაზე ძვირფას ადამიანებს - დედებს განსაკუთრებული სიყვარულით მიულოცეს.
მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი მაია შალამბერიძე გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დედის დღის აღნიშვნას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ მოვლენებს უკავშირდება.